22:51
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარში კომერციული ბანკები 113,3 მლნ ლარის მოგებაზე გავიდნენ
25-02-2021

2021 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 113 მილიონ 368 ათასი ლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 13 მილიონი ლარით მეტია წინა თვესთან და 17 მილიონ 300 ათასი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგება იყო 96 მილიონ 26 ათასი ლარი, დეკემბერში კი 100 მილიონ 700 ათასი მლნ ლარი.

ამასთან, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში ბანკებმა 453 მილიონ 052 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს, ხარჯებმა კი 325 მილიონი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელი კომერციული ბანკებისთვის საკმაოდ რთული იყო. მხოლოდ მარტში ბანკები 943 მილიონ 100 ათას ლარიან ზარალზე გავიდნენ. მარტის შემდეგ ბანკები ზარალზე არ გასულან. საბოლოო ჯამში, 2020 წელი კომერციულმა ბანკებმა 99 მილიონ 262 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები