ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 362 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა, რაც 8.6%-ით ანუ 9 მილიონ 900 ათასი დოლარით მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4% იმ 14 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 91.2% მოდიოდა.