იანავრში, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 29 მილიონი დოლარით გაიზარდა და 193 მილიონ დოლარს მიაღწია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადერებით, თითქმის 20%-ია. 2020 წელი ტურიზმის სექტორისთვის, საერთაშორისო მოგზაურთა მკვეთრი ზრდით დაიწყო. კერძოდ, იანვარში, ქვეყანაში 633 200 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვრთან შედარებით 19, 8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523 689 შეადგინა, რაც 19,8%-ით მეტია 2019 წლის ანალგიური პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდეონას, 364 ათასს მიაღწია, რაც 18,9%-ით მეტია გასული წლის იანვართან შედარებით.