2020 წლის იანვარში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 74 ათას 700 ტონა შეადგინა, რაც 3 ათას 700 ტონით, ანუ 4,7%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მათ შორის, 2020 წლის იანვარში ბენზინის საწვავის იმპორტმა 42 ათასი, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32 ათას 600 ტონა შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით, იანვარში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 23 ათას 200 ტონა, რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს.
მას მოსდევს რუმინეთი - 22 ათას 300 ტონით, მე-3 ადგილზეა - თურქმენეთი - 10 ათას 600 ტონით; მას მოსდევს ბულგარეთი, საიდანაც, 8 ათას 500 ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა, ხოლო შემდეგ მოდიან: თურქეთი და საბერძნეთი, შესაბამისად, 3 ათას 700 და 3 ათას 600 ტონით.