იაპონიის ხელისუფლება აპირებს ორჯერ მეტი გადაუხადოს იმ მოქალაქეებს, ვინც ელექტრომობილს შეიძენს. ამის შესახებ NHK World Japan-ი წერს.
ამ დროისთვის ხელისუფლება ელექტრომობილების მყიდველებს 400 ათას იენს ანუ 3 ათას 800 დოლარს უხდის. ახალი გეგმის თანახმად კი, ეს თანხა 7 ათას 600 დოლარამდე გაორმაგდება, თუ ამავდროულად მყიდველი ელექტრომობილის აკუმულატორების დამუხტვისთვის გამოიყენებს განახლებადი წყაროდან მიღებულ დენს - მაგალითად, სახლებზე ან ოფისებში დამონტაჟებული მზის პანელებიდან.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანაში დაახლოებით 20 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა.