ბოლო დღეების განმავლობაში იაპონიაში მაღალი სიცხეები დაფისირდა. დედაქალაქ ტოკიოში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, რაც ქვეყნისათვის რეკორდული მაჩვენებელია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 1 კვირის განმავლობაში ძლიერი სიცხის შედეგად ქვეყანაში 23 ადამიანი დაიღუპა, 12 700-ზე მეტი კი მზის დარტყმის გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ შორის უმეტესობას ტოკიოს მაცხოვრებლები წარმოადგენენ.
ძლიერი სიცხეები ფიქსირდება ქვეყნის კიდევ 20 პროფექტურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა იაპონიაში კიდევ რამდნეიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.