უკვე 4 დღეა იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევები კვლავ ზრდას განაგრძობს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 75 ადამიანი დაიფიცირდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 16 719 შეადგინა. ამასთან ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 12 ადამიანი ემსხვეპრლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 874 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, რის გამოც ხელისუფლებამ საგანგებო მდოგმარეობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნა.