იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 49 531 პირს დაუდასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში კორონავირუსით კიდევ 11 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც ასევე რეკორდული რაოდენობაა.
ბოლო დღე-ღამის მანძილზე იაპონიაში 3 დაინცირებული პაციენტი დაიღუპა და მსხვერპლის საერთო რიცხვმა 18 478 შეადგინა.
იაპონიის ხელისუფლების ინფორმაციით, შემხვევების ზრდა „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. ისინი ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში საავადმყოფოებში შესაძლოა საწოლების დეფიციტი გაჩნდეს.
ამ დროისთვის იაპონელთა 78.7% ვაქცინის 2 დოზით არის აცრილი.