იაპონიაში კომპანია NEC-ის მიერ შექმნილი პირველი დიდი ზომის მფრინავი ავტომობილი წარმატებით გამოსცადეს. მოწყობილობა, სატესტო რეჟიმში 3 მეტრის სიმაღლეზე 1 წუთის განმავლობაში გაჩერდა. მფრინავი ავტომობილის შექმნაზე, რომლის წონაც 150 კილოგრამს შეადგენს, იაპონიაში 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ქვეყნის მთავრობა გეგმავს მფრინავი ავტომობილების გაყიდვა 2023 წლიდან დაიწყოს. 2030 წლისთვის კი აპარატით სარგებლობას მოქალაქეებიც შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის გარდა მფრინავი ავტომობილების შექმნას უახლოეს 10 წელიწადში შეერთებულ შტატებში, ავსტრალიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც აპირებენ.