11:25
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იაპონიაში ყველა მოქალაქე 930 დოლარს მიიღებს
27-05-2020

კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად იაპონიის მთავრობამ კომპენსაციის გაცემა დაიწყო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 930 დოლარს უკლებლივ ქვეყნის ყველა მოქალაქე მიიღებს. ამის შესახებ სამშაბათს ადმინისტრაციულ საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა განაცხადა.

აპრილის ბოლოს იაპონიამ მიმდინარე ფისკალური წლისთვის დაამტკიცა დამატებითი ბიუჯეტი 25 ტრილიონ 600 მილიარდი იენის ანუ 237 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობით.

გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის დახმარება. მოსახლეობის დახმარებისთვის განკუთვნილი თანხაც აქედან გამოიყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები