იაპონიაში ტაიფუნ "ჰაგიბისის" შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 15 ადამიანი, სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ კი 200-ს გადააჭარბა.
ყველაზე დიდი მსხვერპლი ტაიფუნმა ფუკუშიმას პრეფექტურაში გამოიწვია, სადაც სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის დედა-შვილი გარდაიცვალა. 24,000 ოჯახი ელექტროენერგიის, 138,000 კი - წყლის მიწოდების გარეშეა დარჩენილი.
იაპონელი სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ "ჰაგიბისი", რომელიც ქვეყანას რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს, ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.