იაპონიაში ტაიფუნ "ჰაგიბისის" შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა. ხოლო დაკარგულად ითვლება 12 ადამიანი, 220-მა მოქალაქემ კი სტიქიის შედეგად სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
ქვეყნის პრემიერ მინისტრის, შინზო აბეს განცხადებით, მთავრობა სტიქიის მიერ მოყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად 710 მილიონ იენს გამოჰყოფს, რაც 6, 5 აშშ დოლარის ეკვივალენტია. იაპონელი სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ "ჰაგიბისი", რომელიც ქვეყანას რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს, ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.
სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ტოკიო და ფუკუშიმას პრეფექტურა. სტიქიის ზონებში სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.