იაპონიის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 28,1%-ით შემცირდა, რაც ომის შემდგომ პერიოდში ისტორიული ვარდნაა. ამის მიზეზი გახდა ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის იმაზე დიდი გავლენა, ვიდრე ნავარაუდევი იყო.
მსოფლიოს რიგით მესამე ეკონომიკა აპრილ-ივნისში 28,1%-ით შემცირდა, ხოლო წლიურ გამოხატულებაში ეს მაჩვენებელი 27,8%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის ეკონომიკამ მეორე კვარტალში გამოცოცხლების ნიშნები აჩვენა, მას შემდეგ, რაც ივლისში ავტოწარმოებისა და ავტონაწილების წარმოების ხარჯზე სამრეწველო სექტორი რეკორდული ტემპებით განახლდა.
ანალიტიკოსები სხვა სექტორებში გამოცოცხლებას უფრო ნელი ტემპებით ელოდებიან, ხოლო 2020 ფინანსური წლისთვის ქვეყნის ეკონომიკის 5,6%-იან შემცირებას პროგნოზირებენ, რომელიც 2021 წლის მარტში დასრულდება. მომავალ წელს კი მხოლოდ 3,3%-იან ზრდას ელოდებიან.