მსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი კორპორაცია დენსო საქართველოთი დაინტერესდა. საქართველოში არსებულ ბიზნესშესაძლებლობებზე სასაუბროდ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მასატო ნაკაგავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
დენსო, რომლის დამფუძნებელი კომპანია ტოიოტაა, კონვეირებისა და სათადარიგო ნაწილების ქსელებისთვის ავტონაწილების გლობალურ მომწოდებელს წარმოადგენს. კორპორაცია40 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს და 35 ქვეყანაში წარმოდგენილია შვილობილი კომპანიების სახით.