იაშვილის კლინიკას 2 წლის ანასტასია ზაალიშვილის ოჯახი უპირისპირდება. ოჯახის წევრების განცხადებით ბავშვს მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა. მის გადასარჩენად ბერლინში ოპერაციის ჩატარებაა საჭირო, რომელიც 90 000 ევრო ჯდება. ოჯახი ამბობს, რომ ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ. 2 წლის ანასტასია ზაალიშვილის მშობლების თქმით, კლინიკამ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაფინანსების მოპოვებასა და ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად იყო საჭირო, დროულად არ გასცა, რის გამოც მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებენ, სახელმწიფოს კი დროულ დახმარებას სთხოვენ. ბრალდებებებს ბრალდებით პასუხობენ კლინიკაში. იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია დროულად გაიცა.