იტალიური მედიის ინფორმაციით ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანთან" ხელშეკრულებას სეზონის ბოლომდე გააფორმებს. 38 წლის იბრაჰიმოვიჩი "ლოს ანჟელეს გალაქსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აიბარგა, "როსონერის" ტრანსფერი არც ერთი ცენტი არ დაუჯდება და თუ გუნდს დაეხმარება, ზაფხულში კონტრაქტს გაუგრძელებენ. ზლატანი "მილანის" ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა და 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა. "ლოს ანჟელეს გალაქსიში" მან 31 შეხვედრაში 31 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.