არასამთავრობო ორგანიზაციებმა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ანგარიშის – "საქართველოს უზენაესი სასამართლო – ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი" პრეზენტაცია გამართეს.
ანგარიშის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ ითვალისწინებს სათანადო გარანტიებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა დანიშვნას დამსახურების პრინციპის საფუძველზე; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას სამ ეტაპიანი ფარული კენჭისყრა ეწინააღმდეგება ამ მხრივ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან გამორიცხავს გადაწყვეტილების დასაბუთების (კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსთან შესაბამისობის თაობაზე) შესაძლებლობას.
ანგარიში ასევე მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდგომი რეფორმის მხარდასაჭერად.