ლეგენდები არსებობდა და მათი სჯეროდათ. ზეპირსიტყვიერებამ უამრავი მითი მოგვიტანა ამ დრომდე. სჯეროდათ და ახლაც სჯერათ, რომ საქართველო განძია და ამ განძს, ქართულ მიწაში ეძებენ. მითიური ოქროს ურემისა და ძვირფასი თვალ-მარგალიტის მაძიებლებმა პანკის ხეობაში, მე-8 საუკუნის უნიკალური კულტურული ძეგლი, ყორის წმინდა გიორგის საყდრის მიმდებარედ ქვა-ქვაზე აღარ დატოვეს... შავი არქეოლოგები მითს ვერ აცოცხლებენ, უამრავი თხრილის შედეგად, სალოცავს ისევ ბუნება იცავს, ხის ფესვები ამაგრებენ უძველესი საყდრის საძირკველს. დიდძალი განძის შესახებ მითი, ისევ მითად რჩება, უამრავი მცდელობისა და მრავალწლიანი თხრის მიუხედავად, ოქროს მაძიებლები ხელცარიელები რჩებიან. კულტურული ძეგლი კი თითქმის დაანგრიეს... ეს ამბავი „თავისუფალი თემის“ მაყუტრებელმა უკვე იცის. რამდენიმე თვის წინ, „პალიტრანიუსზე“ გასულ სიუჟეტს, გამოხმაურება მოჰყვა კულტურის სამინისტროდან. მაშინ, ყორის წმინდა გიორგის სალოცავი უბრალოდ უძველესი ნაგებობა იყო ახლა, კულტურული ძეგლის სტატუსის მატარებელია. მაშინ, შავი არქეოლოგებისთვის არ ყოფილა აკრძალული ვანდალური თხრის შედეგად, ნაპრალების დამატება სალოცავისათვის, ახლა აიკრძალა. თუმცა, შავ არქოლოგებს განძის ძიების წყურვილს როგორ დაუკოებდა სტატუსის მინიჭება ან აკრძალვა?