ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზით, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ენერგომატარებლებზე მოთხოვნა 6% -ით შემცირდება. სააგენტოს ცნობით, აბსოლუტური თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ბოლო 70 წლის განმავლობაში.
ამასთან, სააგენტომ COVID-19 პანდემიას ენერგეტიკული ბაზრებისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი შოკი უწოდა.
პირველ კვარტალში, ენერგორესურსებზე მოთხოვნა წლიურად 3.8%-ით შემცირდა. მარტში ნავთობის მოთხოვნა წლიურად დღეში 10 მილიონ 800 ათასი ბარელით განისაზღვრა. სააგენტოს შეფასებით, აპრილში, ნავთობის მოთხოვნა დღეში 29 მილიონი ბარელით დაეცემა, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე შემცირდა მოთხოვნა ქვანახშირზე და ელექტროენერგიაზე, რადგან ბევრი საწარმო დაიხურა.
ამასთან, განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება პირველ კვარტალში 3% -ით გაიზარდა და მთლიანი ელექტროენერგიის თითქმის 28%-ს შეადგენდა.