კოვიდ-19-ის პანდემიისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ჩვენ ამ კრიზისიდან ბევრ რამეს ვისწავლით იმისათვის, რომ შემდეგში იმაზე გაცილებით სწრაფად ვიმოქმედოთ, ვიდრე ეს ამჯერად მოვახერხეთ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ალიანსი კორონავირუსის მეორე ტალღის გამკლავების გეგმაზე მუშაობს . ამასთან, სტოლტენბერგმა ის ქვეყნებიც გააკრიტიკა, რომლებმაც კოვიდ 19-ის პანდემია ნატოზე თავდასხმის საშუალებად გამოიყენეს. “ჩვენ ვნახეთ, რომ ჩინეთი და რუსეთი საჯაროდ ცდილობდნენ პანდემია, კოროვირუსის კრიზისი ნატო-ს წევრებს შორის უთანხმოებისა და განხეთქილების დასათესად გამოეყენებიათ”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.