16:57
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
იფიქრებდით, რომ ამ მარტივ პროცედურასაც აქვს წესები და არსებობს შეცდომები, რასაც ჭურჭლის რეცხვისას ვუშვებთ: ჩანგლებისთვის პატარა ჯაგრისი იქონიეთ...
24-01-2019

ჭურჭლის რეცხვა ყველაზე მარტივი პროცედურაა და წესები არ უნდა სჭირდებოდეს. წესები მართლაც ზედმეტია, სამაგიეროდ, არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელთა ცოდნაც საჭიროა. მით უმეტეს, ახალბედა დიასახლისებისთვის, რომლებსაც ჯერ საოჯახო საქმეებში დიდი გამოცდილება არა აქვთ. შეცდომები შეიძლება ჭურჭლის რეცხვის დროსაც დაუშვათ.

 თანამედროვე სარეცხი საშუალებები ჭურჭელს ადვილად არ ეცლება. მათში შემავალი ნივთიერებები ხვდება საკვებში, საკვებიდან კი ჩვენს სხეულში, სადაც გაუთვალისწინებელ ცვლილებებს იწვევენ. ამიტომ ზედმეტი სისწრაფე არ არის საჭირო. მშვიდად გაავლეთ. უკეთესია, თუ ორჯერაც გაავლებთ.

ცხიმი, რომელიც ქვაბის ან ტაფის ფსკერზე შემორჩა, ნიჟარაში არ ჩაღვაროთ, არც უნიტაზში. ჯობია ხელსახოცით მოაშოროთ და ნაგავში გადააგდოთ. თანამედროვე ზეთები, კარაქი თუ მარგარინი უცნაურ წებოვან ნადებს ტოვებს, რომელიც ნიჟარის მილში პრობლემებს შეგიქმნით. ნიჟარიდან ამოდის უსიამოვნო სუნიც. ამიტომ ჯერ მოაცილეთ ცხიმი ჭურჭელს და შემდეგ გარეცხეთ.

ნუ დაელოდებით, როდის დაკარგავს ფერსა და მთლიანობას ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი. ის უფრო ადრე უნდა გამოცვალოთ, სანამ სუნი გაუჩნდება. ამ დროს ის ბაქტერიების წყაროა და გასუთავების მაგივრად, აბინძურებს ჭურჭელს. ღრუბელს ე.წ. ბადის ტიპის ქსოვილის გამოყენება ჯობია, რომელსაც მიკრობების დაგროვების ნაკლები რისკი ახლავს და ბევრად უფრო ეფექტურად აშორებს ჭუჭყს.
რეცხვა ჭიქებიდან დაიწყეთ, შემდეგ დანა-ჩანგალი და თეფშები დარეცხეთ. ამის შემდეგ ქვაბები და ტაფები. ჩანგლებისთვის პატარა ჯაგრისი იქონიეთ. ორ კვირაში, მაქსიმუმ თვეში ერთხელ მაინც მისი გამოყენება აუცილებელია. კბილებს შორის თვალით ძნელად შესამჩნევი ჭუჭუყი მაინც გროვდება, რაც მიკრობების გადატანის წყარო შეიძლება გახდეს.

ზედმეტი ქიმია სასურველი არასოდეს არ არის. ამიტომ ზოგჯერ ჭურჭელი მის გარეშეც გარეცხეთ. სისუფთავე მხოლოდ ქიმიით არ მიიღწევა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხის საპონი და სოდა. თუ ყოველდღე არა, ხშირად მაინხც გამოიყენეთ ჭურჭლით რეცხვის დროს ხელთათმანები. ამით თქვენს კანს დაიცავთ გამოშრობისგან.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები