ავსტრალიის სიმბოლოდ ქცეული იხვნისკარტა, რომელიც ამაყად იწონებს თავს ნაციონალურ მონეტაზე, ზოოლოგების მტკიცებით, დინოზავრის ასაკის - თითქმის 100 მილიონი წლისაა, თუმცა მისგან განსხვავებით თანამედროვე ეპოქამდე მოაღწია და ინდივიდუალური თავისებურებებიც პრაქტიკულად უცვლელად შეინარჩუნა.საოცარი იხვნისკარტა, რომელიც ავტრალიის გარდა მხოლოდ ტასმანიასა და პაპუა-ახალ გვეინეაში ბინადრობს, საკუთარ თავში ფრინველის, რეპტილიას და ძუძუმწოვარას ძირითად მახასიათებლებს აერთიანებს, რადგან ფრინველის მსგავსად დებს კვერცხს, ძუძუმწოვრასავით კვებავს ნაშიერს რძით, ტანის კიდეებში მოქცეული მოკლე ფეხების წყალობით კი, რეპტილიასავით გადაადგილდება.მეცნიერები დიდხანს დავობდნენ ფაუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური წარმომადგენლის კლასობრივ კუთვნილებაზე, საბოლოოდ ცხოველი წყლის ძუძუმწოვარათა ჯგუფს მიაკუთვნეს და დამოუკიდებელი - იხვნისკარტათა ოჯახიც გამოუყვეს.