ბავარიის დედაქალაქის ოფიციალური დევიზია: "მიუნხენს თქვენ უყვარხართ" და მართლაც, აქ მოხვედრისას იოლად იგრძნობთ სამხრეთ გერმანიის ამ ქალაქის კეთილგანწყობილ ატმოსფეროს. ბავარიის ფედერალური მიწის დედაქალაქი არამხოლოდ მხიარული ოქტობერფესტი, უდიდესი საფეხბურთო გუნდი და მძლავრი ავტომობილების მოყვარულთა მექაა. მდინარე იზარზე ალპების ქვეშ გადაჭიმული მიუნხენი იზიდავს თავისი დიდებული ტაძრებისა და მაღალი სამრეკლოებით, მოედნებით, ძველებური სახლებით, მდიდრულად მორთული ფასადებითა და ფანჯრებზე ყვავილების კალათებით.
ამ მიმზიდველ ქალაქში მოგზაურობასა და საკუტარ შეგრძნებებზე ხვიჩა მაღლაკელიძე საუბრობს.