06:37
2 დეკემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ილია მეორე - ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს, განსაცდელი არის გზა სასუფეველში
01-04-2018

კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ და ერთად არიან, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა შეკრებილ მრევლს მიმართა, რომ განსაცდელი არის გზა სასუფევლისკენ და მისი არ უნდა ეშინოდეთ. “დღეს არის ის დღე, როცა უფალი იესო ქრისტე იერუსალიმში ზეიმით შედის. სახარებაში წერია, რომ მთელი ქალაქი შეიძრა. მთელი ქალაქი აქებდა და ადიდებდა უფალს, ხვდებოდნენ, როგორც მეფეს: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელისა უფლისათა”. უფალი ხედავდა მომავალს და ტიროდა. ის ხედავდა, რომ ხალხი, რომელიც ერთ დღეს აქებს და ადიდებს მას, სამი დღის შემდეგ იტყვის: ჯვარს აცვი ეგეო! არ უნდა შეგვეშინდეს, როცა ღმერთი განსაცდელს გვიგზავნის. განსაცდელი ეს არის გზა სასუფეველში”, - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა, დალოცა და ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა.

AutoPlay
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 3 დეკემბერს შეაჯამებს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არც ერთი ისეთი პარამეტრი არ არის, რაც მომავალი წლის მიმართ იმედიანად განგვაწყობს - ბადრი ჯაფარიძე
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს ვის გაეზრდება სახელფასო დანამატი
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
Moderna-მ კოვიდ 19-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვის მოპოვების მიზნით აშშ-სა და ევროკავშირს მიმართა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
სასწრაფო დახმარების ქუთაისის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
მედეა
01-04-2018
თურქეთი აჭარის წართმევას აღარ მოინდომებს? აზერბაიჯანი დავითგარეჯს არ მოგვედავება? ჩვენ რა ვიკისრეთ სანაცვლოდ? ჩვენ არ მოვთხოვეთ ინგილოების სარწმუნოებრივი შეზღუდვის მოხსნა აზერბაიჯანს? თურქეთში ეკლესიის გახსნა? ისინი მეჩეთების გახსნას რომ გვაიძულებენ, იქ ერთი ეკლესია მაინც გახსნეს?
სხვა სიახლეები