ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის "სუხიშვილების" დამაარსებლის ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 110 წლისთავის აღსანიშნავად, 11,12 და 13 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანსამბლის საიუბიეო კონცერტები იმართება. 2 თვიანი საგასტროლო ტურნედან დაბრუნებულ ანსამბლს განახლებული და მრავალფეროვანი პროგრამა აქვს.