18:57
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
ილონ მასკი „შავმა პარასკევმა“ თითქმის 8 მილიარდი დოლარით „გააღარიბა“
03-12-2021

ე.წ „შავი პარასკევი” მიმდინარე წლის ყველაზე ცუდი დღე აღმოჩნდა ამერიკის საფონდო ბირჟისთვის, – ინფორმაციას რუსული Forbes ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივი ქონება პარასკევს, საფონდო ბირჟების ვარდნის გამო, 37,1 მილიარდი დოლარით შემცირდა.
Forbes Real-Time-ის რეიტინგის თანახმად, მნიშვნელოვნად დაზარალდა ილონ მასკი. Tesla-ისა და SpaceX-ის დამფუძნებლის ქონება, „შავ პარასკევს“ 7,9 მილიარდით შემცირდა და 282,4 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება სხვა ცნობილ მილიარდერებს, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 3,8 მილიარდით შემცირდა და დღეს ის 201,6 მილიარდს ფლობს. Louis Vuitton-ისა და Dior-ის მფლობელს, ბერნარ არნოს, მინუს 9 მილიარდი დოლარი უფიქსირდება და ჯამში მისი ქონება 189,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. „შავი პარასკევი“ შავი დღე აღმოჩნდა ბილ გეიტსისთვისაც. „მაიკროსოფტის” დამფუძნებლის ქონება 2,1 მილიარდით შემცირდა და ის ახლა 136,4 მილიარდს ფლობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები