ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მისი კუთვნილი კომპანია Tesla-ს ახალი პროდუქტი - „კიბერ-სასტვენი“ წარადგინა.
„დაუსტვინე Tesla-ზე“ - დაწერა მან ტვიტერის საკუტარ მიკრობლოგში და პოსტს პროდუქციაზე ბმული მიაბა. აქვე მოჰყვა ვიდეორგოლიც ერთგვარად ირონიული შენიშნვით“ „ ნუ იყიდით საწმენს Apple-ის გასაწმენდად, იყიდეთ ჩვენი სასტვენი“.
Tesla-ს ვებ-გვერდზე „კიბერ-სასტვენი“ აღწერილია, როგორც „პრემიალური საკოლექციო საგანი“, რომელიც დამზადებულია პოლირებული უჯანგავი ფოლადისგან. ის შესრულებულია Cybertruck კონცეპტის სტილში.
რაც შეეხება ფასს, სასტვენი 50 დოლარი ღირს.