პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდა ამისა, იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. გახარიას განმარტებით, საკითხებს რომელიც ბიზნესის დახმარებას და მხარდაჭერას ეხება მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს განხილვის შემდეგ პარლამენტს გადაუგზავნიან.