02:13
23 მაისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
იმედგაცრუების და არასასიამოვნო გრძნობების დასაძლევად ორი უცნობი ქალბატონი გადაწყვეტს, რომ შობას სახლები გაცვალონ და სწორედ ამ მომენტიდან მათი ცხოვრება თავდაყირა დგება - რომანტიკული კომედია "შვებულება", რომელიც ლიდერია საშობაო ფილმებში
24-12-2021

 "შვებულება" (The Holiday, 2006, ნენსი მაიერსი) - ნენსი მეიერსის რომანტიკული კომედია, რომელიც წამყვანი პოზიციით ლიდერობს საშობაო ფილმების ათეულში და დღესასწაულის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად ითვლება, პირველ რიგში დახვეწილი იუმორის, არაჩვეულებრივი საუნდთრეკის და ბრწყინვალე დეკორაციების წყალობით ქმნის საოცრად  მყუდრო გარემოს და სადღესასწაულო განწყობას. 

წარმატებული სარეკლამო სააგენტოს მფლობელ, სამხრეთ კალიფორნიელ ამანდა ვუდს საოცრად არ უმართლებს პირად ცხოვრებაში, იმავეს განიცდის გაზეთ Daily Telegraph-ის ბრიტანელი ჟურნალისტი, კოლეგაზე უიმედოს შეყვარებული აირის სიმპკინი, რომელიც სწორედ საშობაო დღესასწაულების წინ გებულბს საყვარელი მამაკაცის ღალატისა და სხვა ქალზე დანიშვნის შესახებ.

იმედგაცრუების და არასასიამოვნო გრძნობების დასაძლევად უცნობი ქალბატონები, რომელთაც სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის მიუხედავად მაინც საერთო პრობლემა ტანჯავთ, მეტად ორიგინალურ - სახლების გაცვლის საიტზე ეცნობიან ერთმანეთს და ერთგვარ ავანტიურაში ებმებიან, როცა არა მხოლოდ სახლების, არამედ კონტინენტების გაცვლას და ორკვირიანი სპონტანური შვებულების მოწყობას თანხმდებიან. ამანდა ინგლისში, სურეის საგრაფოს მიემგზავრება და აირისის მყუდრო სახლში ბინავდება, აირისი კი პირიქით, არდადეგებს ლოს-ანჯელესში, ამანდას მდიდრულ ვილაზე ატარებს და როგორც კეთილ ზღაპრებში, მათი ოცნებებიც სწორედ შობის ჯადოსნურ ღამეს სრულდება.

AutoPlay
ქარიზმატული ბრიტანელი ვარსკვლავი და გარდასახვის უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული ტომ ჰარდი, რომელიც ერთნაირი წარმატებით ირგებს ნებისმიერ ამპლუას, უარყოფითი პერსონაჟების ჩათვლით - მსახიობის ნამდვილ ბენეფისად, სტივენ ნაიტის დრამა „ლოკი“ იქცა
20-05-2022
„ენი ჰოლი“ - „ოსკაროსანი“ რეჟისორის ვუდი ალენის ერთ-ერთი გამორჩეული რომანტიკული კომედია, რომელიც ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტმა 100 ყველაზე სასაცილო ფილმის ნუსხაში შეიტანა
13-05-2022
ამერიკული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და ცოცხალ ლეგენდად წოდებული ალ პაჩინო, იმ მცირერიცხოვან ვარსკვლავებს შორისაა, ვინც „ოსკარის“ „ემის“ და „ტონის“ პრემია მოიპოვა - ნახეთ ქარიზმატული იტალო-ამერიკელი მსახიობის გამორჩეული როლები?
06-05-2022
დღეს უკვე ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი ვარსკვლავი ბრედ პიტი, მსახიობთა იმ კატეგორიას მიეკუთნება, რომელთაც მუდმივად უწევთ მტკიცება, რომ პოპულარობა და მსოფლიო აღიარება არა გარეგნობის, არამედ ნიჭის წყალობით მოიპოვეს - ნახეთ მსახიობის გამორჩეული როლები
29-04-2022
XX საუკუნის ულამაზეს ქალად და მსოფლიო კინოხელოვნებაში განუმეორებელ მოვლენად აღიარებული ოდრი ჰეპბერნი, რომელმაც ელეგანტური სტილი დაამკვიდრა და დახვეწილი გემოვნების ეტალონადაც იქცა, მსახიობის მიერ შექმნილი სახეები კი დღესაც კინოს შედევრად ითვლება
22-04-2022
რეჟისორი, რომელმაც ფროიდის ფსიქოანალიზი გასართობი, კინოს წამყვან ელემენტად და მასკულტურის ინსტრუმენტად აქცია - მსოფლიო კინემატოგრაფიაში ფასდაუდებელმა ალფრედ ჰიჩკოკმა, ნოვატორული სიუჟეტური, ტექნიკური და ვიზუალური მეთოდების გამოგონება და სრულყოფა შეძლო
15-04-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები