10:27
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
იმედია, ეს გაუგებრობა მალე დასრულდება! - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
04-12-2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს.

„მინდა, მივმართო ყველა ექიმს და ექთანს, საერთოდ მთლიანად მედპერსონალს. დიდი მადლობა თქვენი კოვიდთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ადამიანობისთვის, გამოჩენილი წესიერებისთვის.

განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო, სამივე სამედიცინო კონსილიუმის წევრებს, პრინციპულობისთვის და ზეწოლის გაძლებისთვის.

ვამაყობ, რომ ჩემი დიდი წვლილი შევიტანე ახალი კლინიკების შექმნაში. ჩემი შემდეგი გეგმა იყო უმცროსი მედპერსონალისთვის ხელფასის გაორმაგება და მთელი პერსონალის გადამზადება, რათა ჩვენს ექიმებს შეძლებოდათ, ასევე, სამედიცინო ტურიზმის მიღება და ხელფასების მკვეთრი ზრდა ამის ხარჯზე.

დღეს ბევრ ექიმს და ექთანს, რამდენიმე ადგილას ერთდროულად უხდება მუშაობა. წელზე ფეხს იდგამენ, ოღონდ ოჯახები როგორმე არჩინონ. ახლა კოვიდთან დაკავშირებული 50% დანამატი მაინც აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების ხარჯზე და ესეც რომ დასრულდება, საერთოდ რა ეშველებათ თუ ფუნდამენტალურად არ შეიცვალა სიტუაცია, მე არ ვიცი...

თუნდაც აქ, გორის ჰოსპიტალი, ჩემი გულისთვის მთლიანად დახურეს, ოღონდ თბილისში მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადავეყვანე - რის შედეგადაც, პაციენტების რაოდენობა და მედპერსონალის ნაწილის ხელფასი შემცირდა.

მე მინდა, მათ ამ მთავრობის ნაცვლად მოვუხადო ბოდიში. იმედია, ეს გაუგებრობა მალე დასრულდება!“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

AutoPlay
ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების ვიზიტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
სანატორიუმ "ქართლში" გარდაცვლილ ზურაბ ქირია დაკრძალეს
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 198 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები