დეკანოზ გიორგი მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში ზიარების მიღებას ითხოვს, რაც მას ამ ეტაპზე აკრძალული აქვს, - ამის შესახებ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძე მეუფე თეოდორეს კურთხევით მოინახულა. როგორც მამა გიორგი თევდორაშვილმა აღნიშნა, დღეს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.
იხილეთ:
თავის არიდება თუ ჯანმრთელობის გაუარესება - დაკავებული დეკანოზის დაკითხვა არ შედგა