"ნაიკის" ახალმა კამპანიამ Stop At Nothing სტარტი მილანში აიღო და დროთა განმავლობაში მთელ იტალიას მოიცავს. კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ვიდეორგოლში ქალი სპორტსმენები მონაწილეობენ, მათ შორის, პარალიმპელი ჩემპიონი Bebe Vio, ფეხბურთელები Sara Gama და Benedetta Glionna, კალათბურთელი Ilaria Panzera, მოკლე დისტანციაზე მორბენლები – Ayomide Folorunso, Raphaela Luduko, Maria Benedicta Chigbolu და Libania Grenot. ასევე, მოფარიკავე – Rossella Fiamingo, ჩემპიონი მოტოციკლისტი – Kiara Fontanesi და ბალერინა Valentina Vernia.
„ისინი ამბობდნენ, რომ სიგიჟე იყო ბრძოლა, ოცნება. თუმცა, არ უნდა გაჩერდე და ყველაზე გიჟური ოცნებებიც კი რეალობად იქცევა“, – ნნათქვამია ვიდეორგოლში.კოლინ კაეპერნიკის სკანდალის შემდეგ, Nike-ის მორიგი ვიდეორგოლი გამოვიდა. ესაა რევერსული კადრით გადმოცემული ემოციური ისტორია სამხრეთ აფრიკელ კასტერ სემენიას შესახებ. მორბენალი გოგონა, ტესტოსტერონის სიჭარბის გამო, უკვე 18 წლიდან გახდა კრიტიკისა და მუდმივი გამოკვლევების მსხვერპლი. თუმცა, მას სირბილი არ შეუწყვიტავს და 2016 წელს, ოლიმპიური ოქროც მოიპოვა, რაც დამარცხებულმა ბრიტანელმა მორბენალმა სემენიას მამაკაცური ჰორმონის დონეს მიაწერა. სამწუხაროდ, მსოფლიო ათლეტთა ფედერაციამ (IAAF) ტესტოსტერონის ლიმიტი დააწესა ქალი ათლეტებისთვის, რაც კასტერ სემენიასთვის სერიოზული დაბრკოლებაა. ბევრი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ერთი რომელიმე სპორტსმენის შესაზღუდად რეგულაციის შემოღება, სხვები თვლიან, რომ ამ ცვლილებას რასისტულ საფუძველსაც მიაწერენ. სწორედ ამ დროს, Nike ათლეტის მხარდასაჭერად გამოდის და საშუალებას აძლევს მას, ისაუბროს თავის ისტორიაზე.Nike-მა სააგენტო Wieden+Kennedy-სთან თანამშრომლობით მომზადებულ სარეკლამო ვიდეორგოლში მომავლის ფეხბურთი წარმოადგინა. თუ წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეო-რეფერი იყო ახალი ხილი, Nike-ის უჩვეულო ვიდეოში მსაჯების მოვალეობას დრონები ასრულებენ, ხოლო ჩინეთის ნაკრები ინგლისს ამარცხებს. Dare To Become-ით კომპანია ახალგაზრდა სპორტსმენებს მეტი მიზანდასახულობისა და აქტიურობისკენ მოუწოდებს.Nike–ი ყოველ ჯერზე ახალი სრულიად განსხვავებული და გამორჩეული იდეით გვევლინება. ამჯერად კომპანიამ ფიზიკურის ნაცვლად გონებრივ მომზადებაზე გაამახვილა მთელი ყურადღება და სპეციალური პროგრამა შექმნა.