საქართველოში იმპორტირებული კარტოფილის მოცულობა გაიზარდა. მეტიც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს პირველ 5 თვეში იმაზე მეტი კარტოფილი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე შარშან მთლიანი წლის განმავლობაში.
კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მაისში იმპორტირებული კარტოფილის მოცულობამ 13 ათას 145 ტონა შეადგინა, ხოლო, 2019 წლის მთლიანმა მაჩვენებელმა - 12 ათას 601 ტონა. რაც შეეხება ღირებულებას, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 3 მილიონ 112 ათას დოლარის, ხოლო 2019 წელს 2 მილიონ 439 ათასი დოლარის კარტოფილი შემოვიდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველომ კარტოფილი ყველაზე დიდი მოცულობით შეიძინა, ასე გამოიყურება: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, გერმანია და სომხეთი.