ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს და დასავლეთ კონფერენციის ლიდერს, ლოს ანჯელეს ლეიკერს დაუპირისპირდა. შეხვედრა სრულად თანაბრად წარიმართა და საბოლოოდ ინდიანაპოლისელების გამარჯვებით 105-102 დასრულდა. სამწუხაროდ ახალგაზრდა ქართველი პარკეტზე არ გამოჩენილა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დომანტას საბონისი დასახელდა, რომელმაც 26 ქულა 10 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. შეგახსენებთ, რომ ინდიანა 19 მოგებით და 9მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილზეა.