ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9887 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 236 657-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კოვიდ 19-სგან ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 294 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 6 642-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ინდოეთმა იტალიას გადაასწრო და მსოფლიოში მე-6 ადგილზე გადავიდა.