ქარიშხალი "ამფანი" ბენგალის ყურეში, ინდოეთისა და ბანგლადეშის სანაპიროებს უახლოვდება. ამ დროისათვის ზღვისპირა რეგიონებში ძლიერი წვიმა და ქარი შეინიშნება. ბოლო ორი დღის განმავლობაში ინდოეთისა და პაკისტანიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით სანაპირო ზოლიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემია და დაწესებული რეგულაციები მოსახლეობის უსაფრთხო ზონაში გადაყვანას აფერხებს. ორივე ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებები და საჯარო შენობები დროებით თავშესაფრებად გადაკეთა, სადაც მოსახლოებას შორის დისტანცია დაცულია.
მეტეოროლოგების პროგონოზით, "ამფანი" ბოლო ათწლეულის ყველა ძლიერი ქარიშხალი იქნება და ქარის სიჩქარე 185 კმ.სთ.-მდე გაიზდება. მათ ქარიშხალს ყველაზე მაღალი, მე-5 კატეგორია მიანიჭეს.