ინდოეთში ბოლო 1 კვირის განმავლობაში 1.57 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა, სამედიცინო სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ რეალური მდგომარეობა ოფიციალური სტატისტიკისგან განსხვავდება და ინფიცირების მაჩვენებელი 5-10 -ჯერ მეტია.
პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის და მის მთავრობას ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაგვიანებულ მოქმედების და ვაქცინაციის პროგრამის გაჭიანურების გამო აკრიტიკებენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში გავრცელების მეორე ტალღის გასაკონტროლებლად ერთადერთი გამოსავალია.
ინდოეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 414 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21.5 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 234 000-ს მიაღწია.