17:39
24 სექტემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ინდოეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 100-მდე ადამიანი
16-12-2019

ინდოეთის დედაქალაქ დელიში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მოქალაქეობის შესახებ ახალ კანონს აპროტესტებენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. "ბიბისის" ცნობით, საპროტესტო გამოსვლები 5 დღის წინ დაიწყო და დღემდე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 100-მდე ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 26 სტუდენტიცაა, რომელიც ასობით სხვა სტუდენტსა და ადგილობრივთან ერთად საპროტესტო აქციას "ჯამია მილია ისლამიას" უნივერსიტეტთან მართავდა.

აქციის მონაწილეები მოქალაქეობის შესახებ ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს ინდოეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ, თუ ისინი აღნიშნულ ქვეყნებში რელიგიური ნიშნით იდევნებიან. კანონი ვრცელდება ქრისტიანებსა და ინდუსებზე და არ ვრცელდება მუსლიმებზე.

ინდოეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ასე მათ მშობლიურ ქვეყნებში შევიწროებისგან იხსნიან, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონი დისკრიმინაციული ხასიათისაა და ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს. მათივე მტკიცებით, ხელისუფლების მიზანი მუსლიმების მარგინალიზაციაა.

AutoPlay
მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
არსებული ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
რუსეთის საგარეო უწყება - ბულგარეთის მიერ რუსი დიპლომატების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს ეფუძნება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით ისარგებლონ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თავდაცვის მინისტრმა სპორტული ტექნიკა დაათვალიერა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან ტესტირების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები