სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა ესტაკადის ჩამონგრევას ინდოეთში. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. შემთხვევა ქალაქ ვარანასიში მოხდა. 20-მეტრიანი ბეტონის ბლოკი მანქანებს და ფეხით მოსიარულეებს დაეცა. დაღუპულებს და დაზარალებულებს თანადგომა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა. პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.