ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 964-ით გაიზარდა, რაც ქვეყნისათვის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. შედეგად ინდოეთში კორონავირუსით დაიფიცირებუ პაციენტთა რიცხვი 174 020-მდე გაიზარდა. ამასთან ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა ქვეყანაში თითქმის 5 000-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა მაჰარაშტრას შტატში ფიქსირდება, რომელიც ქვეყის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს წარმოადგენს. კორონავირუსის შემთხვევების ზრდას გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი. მისი თქმით, ქვეყანა ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას და ინდოეთის ხელისუფლება კრიზისის დასაძლევეად ძალას არ დაიშურებს.