ინდოეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის 3 000-ზე მეტი ცენტრია გახსნილი, სადაც, ერთ დღეს საერთო ჯამში, 300 000-მდე მოქალაქეს აცრიან. ინდოეთში, პირველ ეტაპზე სამედიცინო მუშაკების ვაქცინაცია ხორციელდება, რომლის ფარგლებში, სამედიცინო სფეროს 30 მილიონი წარმომადგენელი უფასოდ აიცრება. ვაქცინაცია ორი ვაქცინის გამოყენებით, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივად შექმნილი ვაქცინითა და ინდური კომპანია Bharat Biotech-ის ვაქცინით - Covaxin-ით- მიმდინარეობს.