ინდოეთის კერალას შტატში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტის შენობას შეეჯახა. ავიკომპანია Indian Express-ის კუთვნილი თვითმფრინავი ავიარეისს დუბაიდან ქალაქ კალიკუტის მიმართულებით ასრულებდა.მედიის ცნობით, ავიაკასტროფის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის პილოტი. ამასთან, 30 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.გავრცელებული ცნობით, ავიაკატატროფის მიზეზი უამინდობა გახდა.