ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას მინიმუმ 35 ადამიანი ემსხვერპლა. სულავესის კუნძულზე მომხდარი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ასობით სახლი დაინგრია და დაზიანდა, მათ შორის არის საავადმყოფო, სადაც რამდენიმე პაციენტი და თანამშრომელი ნანგრევებში მოყვა. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ მამუჯუშია, სადაც სტიქიას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
მიწისძვრის გამო კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.