ინდონეზიაში, დასავლეთ პაპუას ერთ-ერთ პროვინციაში ციხიდან 250 პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელეს.
პატიმრების ციხიდან გაქცევა ინდონეზიაში მასშტაბური არეულობის დროს მოხდა. დემონსტრანტები რეგიონის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მათ საავტომობილო გზები გადაკეტეს და რამდენიმე შენობა გადაწვეს, რომელთა შორის ერთ-ერთიც ციხე იყო. სწორედ ამ დროს მოახერხა 250-მა პატიმარმა ციხიდან გაქცევა.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში მოსახლეობა ქალაქ სურაბაიში მცხოვრები სტუდენტების დაკავების ფაქტს აპროტესტებს, რომელთაც ბრალი ქვეყნის დროშის შეურაცხყოფაში ედებათ. საპროტესტო აქციები მომდევნო დღეებშიცაა დაგეგმილი.