07:59
23 თებერვალი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
ინფექციები მეძუძურ დედებს ადვილად "ერევა" - გადამდებია თუ არა ვირუსი დედის რძით?
24-04-2019

გაციებები და ინფექციები მეძუძურ დედებს ადვილად "ერევა". სწორედ დედის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული პატარას უსაფრთხოებაც.

საბედნიეროდ, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვირუსები დედის რძით არ გადაეცემა. ამ შემთხვევაში საშიშია მხოლოდ დასნებოვნების ჰაერ-წვეთოვანი გზა. ამის თავიდან აცილება კი შედარებით იოლია - გაიკეთეთ ნიღაბი და მშვიდად განაგრძეთ ბავშვის კვება.

როცა დედა ავადაა, მის ორგანიზმში ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდება, რომლებსაც ჩვილი რძესთან ერთად იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი არასოდეს დაავადდება იმ ვირუსით, რომელიც დედამ გადაიტანა. თუ მაინც შეხვდა, ავადმყოფობა მსუბუქ ფორმაში ჩაივლის.

სხვა საქმეა, თუ დედას ანტიბიოტიკების მიღება მოუხდა. ამ დროს ძუძითი კვებაზე უარის თქმა მოგიწევთ. წამალი რძის საშუალებით ჩვილის ორგანიზმში შეაღწევს, რაც დაუშვებელია. ამ პაუზის დროს რძე რომ შეინარჩუნოთ, დღეში 2-3-ჯერ გამოწველა აუცილებელია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები