ინგლისის 2.5 მილიონზე მეტი მოქალაქეს D ვიტამინ-ს უფასოდ შესთავაზებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. მოხუცთა თავშესაფრებში ბენეფიციარებისთვის D ვიტამინ-ის მიწოდება ავტომატურად განხორციელდება, ხოლო მათ, ვინც ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან, ვიტამინის სახლში მიტანას შეთავაზებენ. D ვიტამინ-ის უფასოდ მიწოდება იანვარში დაიწყება და მას ქვეყნის 2.7 მილიონი მოქალაქე 4 თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებს. „ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ ყველას, განსაკუთრებით მოხუცებს, ადამიანებს, რომლებიც გარეთ არ გადიან და მათ, ვისაც მუქი ფერის კანი აქვთ, ურჩევს ოქტომბრიდან მარტის დასაწყისამდე დღეში 10 მიკროგრამი D ვიტამინი მიიღონ. Guardian-ი წერს, რომ კოვიდ-19-სა და D ვიტამინ-ს შორის ურთიერთკავშირის დასადგენად კვლევები გრძელდება.