თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საკუთარი უნიკლაური მუსიკის შექმნა და დაკვრა უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მძიმე ტექნიკისა და სინთეზატორის ნაცვლად ახლა შეგიძლიათ თითზე წამოიცვათ ბეჭედი და ხელის მსუბუქი მოძარობით სხვადასხვანაირად ააჟღეროთ თქვენი ინსტრუმენტი. Neova ეს არის ინოვაციური ბეჭედი, რომელიც უკავშირდება სხვადსახვა მუსიკალურ ინსტრუმენტს და მათი ჟღერადობებით უსაზღვრო ინტერპრეტაციის საშუალებას გაძლევთ. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ბეჭედს შეუძლია თქვენი ჟესტიკულაციის აღქმა და მისი ზუსტი ინტერპრეტირება მუსიკალურ ექსპრესიაში. ბეჭედი აღიქვამს ხელის მოძრაობებს 9 მოძრავი სენსორის მეშვეობით. გარდა ამისა, მას მოყვება სპეციალურად შემუშავებული პროგრამა Plume, რომლის მეშვეობით თქვენთვითონ შეგიძლიათ შექმნათ სხვადსხვა ეფექტი კონკრეტული ხელის მოძრაობის აღნიშვნით. როგორც ამბობენ, მისი პროგრამა 100-მდე მუსიკალურ ეფექტს სთავაზობს მომხმარებელს. იდეის ავტორების თქმით, ბეჭედი ნებისმიერ ელეტქრონულ მუსიკლაურ ინსტრუმნეტს ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება და მის მიერ გამოცემულ ხმას აუმჯობესებს და მეტ ემოციას სძენს. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ ნებისმიერი მუსიკალური ეფექტი მხოლოდ და მხოლდ ხელის ბუნებრივი მოძრაობით. ბეჭდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ვიბრაციის ეფექტი, ტალღისებრი ან სხვა ეფექტები. როგორც ამბობენ, ინსტრუმენტის გამოყენება ძალიან მარტივია, საკმარისია ბეჭედი თითზე გაიკეთოთ, მისი სინთეზატორი თქვენს კომპიუტერს კაბელით შეურეთოთ და შემდეგ ის თქვენს ნებისმიერ ელექტრონულ ინსტრუმენტს დაუკავშიროთ. მისი მარტივი პროგრამის მეშვეობით კი შეგიძლიათ დაარეგულიროთ და თქვენს გემოვნებას მოარგოთ მუსიკალური ბეჭდის ნებისმიერი პარამეტრი. მის პროგრამას Plume-ს მოყვება ბაზა, რომელიც 200-მდე ხმას იტევს, შესაბამისად თქვენ ასევე ვირტუალური ინსტრუმნეტით შეგიძლიათ დაუკრათ სასურველი მელოდია.