მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი, ხოლო ურჩი მძღოლების მიმართ გატარდეს პრევენციული ზომები. ორგანიზატორებმა ასევე ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მომზადებულ წერილს მოთხოვნით, რომ ირაკლი კობახიძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილონ საგზაო უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებული საკითხები. აქციაზე მოძრაობის თეატრის მიერ წარმოდგენა გაიმართა, სადაც გათამაშდა ავტოსაგზაო შემთხვევის სცენა.