ნევროლოგების ჯგუფმა გამოავლინა ცალკეული კოგნიტიური სფეროს ცვლილებები, რომლებიც მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, მოგონებების გადამუშავებაზე და სოციალურ ურთიერთობებში მონაწილეობაზე. ინტერნეტიდან შეკითხვების, შეტყობინებების შეუზღუდავი ნაკადი ყურადღების დანაწევრებას გვაიძულებს, რამაც შეიძლება შეასუსტოს ერთ ამოცანასა თუ საკითხზე ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნების უნარი. ინტერნეტის შედეგად ასევე შეიცვალა ადამიანის მიერ ფაქტების შენახვისა და შეფასების კრიტერიუმები.სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ აუცილებელია ქსელში გატარებული დროის კონტროლი, ე.წ. „ინტერნეტ ჰიგიენა“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 2-5 წლის ბავშვები არ უნდა ისხდნენ ინტერნეტში, უყურებდნენ ვიდეოთამაშებს ან ტელევიზორს დღეში 1 საათზე მეტხანს. ექსპერტები ასევე მიუთითებენ სოციალური ქსელი Instagram-ით მასობრივ გატაცებაზეც.ზოგადად სპეციალისტები გვირჩევენ ნაკლებად გვქონდეს მრავალამოცანიანი ონლაინი, გავთავისუფლდეთ „რიტუალებისგან“ - მაგალითისთვის ყოველ დილას სოციალური ქსელის შემოწმების ჩვევა. არ ღირს ინტერნეტით საღამოს სარგებლობა, ხოლო ონლაინ ურთიერთობა კი პირადით ჩავანაცვლოთ.