იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. პროგრამის ამოქმედების დღიდან, 1-ლი სექტემბრიდან 18 იანვრის ჩათვლით, 1 303 იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა. ჯამურმა თანხამ კი, 143 672 572 ლარი შეადგინა.
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში, 1 303 სუბსიდირებული სესხიდან 1 269 ოჯახის სესხია, 7 ქვრივის და 26 მარტოხელა მშობლის.
ინფორმაციისთვის, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას. პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.